პატარა მკითხველი.ნაწილიI.
პატარა მკითხველი. ნაწილი II.
სიტყვები წიგნიერებაზე
სიტყვები წიგნიერებაზე
მოსწავლეებში წიგნიერების უნარების
განვითარების საგანმანათლებლო პროექტი
„პატარა მკითხველი“
მონაწილეების მიერ წაკითხული ლიტერატურის სია
(I ეტაპი)
მოსამზადებელი ეტაპი ჩატარდა 2012/13 წელს.პირველი კლასის I I სემესტრში
პროექტის ორგანიზატორი-ფატიმა მაკალათია
მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარების საგანამანათლებლო პროექტი
შესავალი
არსებობს უნარები, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვის უნარია. ზოგადად წიგნებთან კავშირი პატარებს კითხვის დაწყებამდე გაცილებით ადრე უჩნდებათ, როდესაც ბავშვი ხელში პირველ წიგნს აიღებს, ან როდესაც მშობელი უკითხავს. ამ მომენტიდან უკვე საჭიროა ბავშვის კონტროლი წიგნთან ურთიერთობისას - შეიყვაროს და არ შეიძულოს.
ჩვენი პროექტი სწორედ მოსწავლისა და წიგნის დაახლოვებას, კითხვის უნარის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
აღწერა
უფროსები, როცა ბავშვებს წიგნებს აცნობენ, იმავდროულად მათში წიგნის კითხვასაც ავითარებენ. ეხმარებიან გამოცდილებისა და ურთიერთობის გაზიარებაში, რაც ბავშვს კითხვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე უქმნის წარმოდგენას. ამ პროცესის გააზრება შესაძლებელია გამოწვევით, შინაარსის რელიზებით, რეფლექსიის სტრუქტურით.
გამოწვევის ფაზა
წიგნის გაცნობის ეტაპები გამოწვევის ფაზაში:
1. უჩვენეთ ბავშვებს წიგნის ყდა, გააცანით სათაური, აგრეთვე ტექსტის ავტორები და ილუსტრაციები. თუ კითხვის წინა გაკვეთილიდან ისინი უკვე იცნობენ ავტორს ან მხატვარს, შეეცადეთ ბავშვების მიერ ადრე მიღებული გამოცდილება მოცემულ წიგნს დაუკავშიროთ;
2. გაარკვიეთ ბავშვების ვარაუდი წიგნის შინაარსთან დაკავშირებით. ამისათვის შემდეგი ხასიათის კითხვები დასვით: „რაზეა ეს წიგნი?“, „როგორია მისი შინაარსი?“, „როგორ განვითარდება მოვლენები ამ წიგნში?“, „ვინ იქნება მთავარი გმირი?“ და ა.შ. ამ დროს აუცილებელია ბავშვებს საშუალება მივცეთ ახსნან, თუ რატომ ფიქრობენ ასე;
3. დაათვალიერეთ წიგნები ბავშვებთან ერთად და მიეცით შესაძლებლობა, ილუსტრაციების საფუძველზე შინაარსის შესახებ ვარაუდები გამოთქვან.
შინაარსის რეალიზების ფაზა
ამ ფაზაზე ბავშვი ტექსტიდან მიღებულ ახალ იდეებს ეზიარება. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველი ფაზის დროს აღძრული ბავშვის ინტერესი და აქტიურობა შევინარჩუნოთ.
გარდა ამისა, ბავშვები ძველ და ახალ ცოდნას შორის ხიდებს აგებენ და ამგვარად ახალ გააზრებამდე მიდიან. პედაგოგის როლი ესთეტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, წიგნის გამომეტყველებით წაკითხვაა.
რეფლექსიის ფაზა
ამ ფაზაზე ბავშვები იდეებს, რომლებიც აღიქვეს, საკუთარი სიტყვებით გამოხატავენ. ყოველივე იმას, რასაც ბავშვი კონტექსტში ისმენს და თავისი სიტყვებით გამოხატავს, უკეთ იმახსოვრებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ კითხვის შემდეგ განხილვა გაიმართოს. მასწავლებელმა შეიძლება შემდეგი სახის კითხვები დასვას: „მოგეწონათ თუ არა წიგნი და რატომ?“, „მოგაგონათ თუ არა წიგნმა რაიმე და რატომ?“, „გაგაკვირვათ თუ არა რაიმემ და რატომ?“, „რომელი გმირი მოგეწონათ და რატომ?“ და ა. შ. პედაგოგმა ბავშვებს ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემისას საკუთარი აზრის გამოხატვაში ხელი უნდა შეუწყოს. მოზარდებს შორის იდეების ურთიერთგაზიარება მათ ლექსიკურ მარაგს აფართოებს და ისინი სხვადასხვა კონცეპტუალურ სქემას ეცნობიან, რომელთაც საკუთარი სქემებისა და მოდელების შექმნისას ითვალისწინებენ. ეს ის მომენტია, როდესაც ბავშვის შემეცნების პროცესში ცვლილებები და რეკონცეპტუალიზაცია ხდება - ხელახალი გააზრება. ამ დროს მოსწავლე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც ახალი ინფორმაციის ინტეგრირების სხვადასხვა ხერხს და მოქნილ კონსტრუქციებს ეცნობა, რომელნიც მან შეიძლება მომავალში გამოიყენოს.
პედაგოგებმა ბავშვებს მრავალფეროვანი შესაძლებლობები უნდა შეუქმნან, რათა მათ სხვადასხვა მეცადინეობებისა და დავალების შესრულებისას ამ ახალი იდეების შემოქმედებითად გამოყენება შეძლონ.
მიზანი
· მოსწავლეებში გავაღვიძოთ და გავაღვივოთ წიგნისადმი სიყვარული;
· მოსწავლეებში დავნერგოთ და აღვზარდოთ კითხვის კულტურა;
· მოსწავლეებში განვავითაოთ და გავამდიდროთ მეტყველება, აზროვნება, წარმოსახვა და შემოქმედებითი უნარი;
· მოსწავლეებში განვავითაროთ და გავამდიდროთ ემოციები (საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა და გამოხატვა);
· მოსწავლეებს მივცეთ ურთიერთობის შესაძლებლობა და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას;
· მოსწავლეებში ხელი შევუწყოთ კითხვის უნარის განვითარებას.
განხორციელების გზები და საშუალებები
1. წაუკითხეთ ბავშვებს წიგნები ყოველდღე;
2. წაუკითხეთ წიგნები და ისაუბრეთ მათზე სიყვარულით;
3. წიგნიერებისადმი სიყვარულის ჩანერგვის საუკეთესო გზა ამოკითხულის საკუთარ თავზე მოდელირებაა;
4. მოაწყვეთ საკლასო ოთახის ერთ კუთხეში ,,კითხვის ცენტრი“, სადაც ბავშვებს წიგნების დამოუკიდებლად არჩევის საშუალება მიეცემათ (განალაგეთ წიგნები ისე, რომ ბავშვებმა იოლად შეძლონ მათი აღება);
5. შესთავაზეთ ბავშვებს სხვადასხვა ტიპის წიგნები (როგორც თემატურად, ისე ზომის, ფორმისა და ყდის მიხედვით);
6. სასურველია ,,კითხვის ცენტრში“ იყოს არა მარტო წიგნები, ასევე მასალები წიგნების დასამზადებლად;
7. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს ჯგუფში თითოეულმა ბავშვმა ის წიგნები მიიღოს, რომლებიც მას მიესადაგება (გაითვალისწინეთ მათი ასაკი, ინდივიდუალური განვითარების დონე, აგრეთვე ინტერესები);
8. იზრუნეთ იმაზე, რომ კლასში საკმარისი რაოდენობის წიგნი იყოს;
9. შექმენით კითხვისათვის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც ბავშვში ინტერესს გააღვივებს;
10. განავითარეთ ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები, ლიტერატურაზე სხვადასხვა ფორმით რეაგირების საშუალება მიეცით;
11. დაგეგმეთ შეხვედრები მწერლებთან და მხატვარ-ილუსტრატორებთან;
12. მოაწყვეთ კითხვის ფესტივალები/ზეიმები, სადაც ბავშვები საყვარელ წიგნებს წარმოადგენენ;
13. შექმენით ახალი „სიტყვების ყულაბა“;
14. ესტუმრეთ წიგნების მაღაზიას ბავშვებთან ერთად;
15. ჩართეთ მშობლები, ბაბუები და ბებიები, აგრეთვე დაძმები სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც კლასში ტარდება და რაიმენაირად უკავშირდება წიგნებს. როგორც პედაგოგს, თქვენ შეგიძლიათ, მათთვის იმის მოდელირება მოახდინოთ, თუ როგორ წაუკითხონ და წააკითხონ ბავშვს სახლში;
16. შექმენით წიგნები ბავშვებთან ერთად - ეს „თვითნაკეთი“ წიგნები თქვენი „კითხვის ცენტრში“ სხვა წიგნების გვერდით მოათავსეთ.
სასწავლო პროექტი: ,,პატარა მკითხველი“
პროექტის მთავარი იდეა: პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა ჟანრის ნაწარბოებების მოძიებას და მათ ყოველდღიურ კითხვას
პროექტის აქტუალობა: ჩვენ ვცხოვრობთ საკმაოდ რთულ დროს. დღეს ყოველდღიურად ვეჯახებით იმ პრობლემას , რომ ჩვენი შვილები არ კითხულობენ წიგნებს. ეს გახდა შეშფოთების საგანი არა მარტო მასწავლებლებში, არამედ მშობლებშიც.საჭიროა შემუშავდეს მუშაობის ისეთი მეთოდები და ფორმები, რომლებითაც ჩვენ ბავშვებს შევაყვარებთ კითხვას. ამ პრობლემის მოგვარების საკმაოდ კარგი მეთოდია პროექტი.
პროექტის დიდაქტიკური მიზნები:მოსწავლეებში შემოქმედობითი უნარების განვითარება, ემოციურად გულისხმიერი პიროვნების ჩამოყალიბება
პროექტის მიერ კომპეტენციების ჩამოყალიბება:
- დამოუკიდებლად მუშაობის სფერო
- ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან ცოდნის მიღება
- სამოქალაქო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო
- საოჯახო სფერო
პროექტის მეთოდური მიზნები:
შემსწავლელი:
- ვასწავლოთ მოსწავლეების განასხვავონ ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრი
- მოსწავლეებში განავითაროთ შემოქმედობითობა
- გავამდიდროთ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი
განმავითარებელი:
- მოსწავლეთა შორის განავითარო შემეცნებითი ინტერესი
- მოსწავლეებში განავითარო შემოქმედებითი მონაცემები
- ვსრულყო მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი
აღმზრდელობითი:
- მოსწავლეებში აღვზარდოთ სიკეთე , სამართლიანობა, ლითხვის მიმართ სიყვარული
- დავხვეწოთ მოსწავლეებში ჯგუფებში და კოლექტივში მუშაობის უნარი და ურთიერთთანამშრობლობა
პროექტის ძირითადი და პრობლემური კითხვები:
-რომელი წიგნია ყველაზე საინტერესო?
-როგორ ვიპოვოთ ის, რაც ჩვენ გვინდა?
-როგორ შევაყვაროთ ერთმანეთს კითხვა?
მონაწილეთა ასაკი- მეორე კლასი
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ავტორების მხატვრულ ნაწარმოებებს, გაიუმჯოსებენ კითხვის ტექნიკასა და ლექსიკურ მარაგს, მათ ცხოვრებაში კითხვა გახდება ყველაზე საყვარელი საქმიანობა
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, პრეზენტაციისათვის საჭირო სასწავლო ნივთები
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაყოფილი არიან ორ ჯგუფად: გოგონები და ვაჟები. ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს კითხვაში. ყოველდღიურად ავსებენ საკუთარ კონვერტებს წაკითხული ნაწარმოებების სიით. კვირის ბოლოს ვლინდება გოგონათა დ ა ვაჟთა შორის კვირის აქტიური მკითხველი და ასევე კვირის გოგონები ან ვაჟები. ასევე აკებენ იმ ნაწარმობის პრეზენტაციებს , ომლებიც მათ განსაკითრებით მოეწონათ გასულ კვირას. ასევე ხდება ინფორმაციისა და წიგნების გაცვლა მოსწავლეთა შორის.წლის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი,ათეული.
პროექტის განხორციელების ვადა: 3 წელი იწყება მეორე კლასში და გრძელდება მეოთხე კლასის ბოლომდე.
პროექტ „პატარა მკითხველში“ I ეტაპის ათეულის პრეზენტაციისთვის მზადების
პროგრამა
მიზანი
1.მოსწავლეებში განვავითაროთ და გავამდიდროთ ემოციები (საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა და გამოხატვა);
2.მოსწავლეებს მივცეთ ურთიერთობის შესაძლებლობა და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას;
3.მოსწავლეებში ხელი შევუწყოთ კითხვის უნარის განვითარებას.
4. ფანტაზიის უნარის გაუმჯობესება - წიგნში პერსონაჟები სიტყვებითაა აღწერილი მოსწავლე წარმოიდგენს ყველაფერს რაც წიგნშია აღწერილი. ეს ტვინის იმ ნაწილს რომელიც ფანტაზიაზეა პასუხისმგებელი აუმჯობესებს. შემდეგისთვის როცა კრეატიული იდეები დასჭირდება უფრო ადვილად მოუვა თავში რამე საინტერესო და კრეატიული იდეა.
5.ყოველთვის ექნება სალაპარაკო თემა - ხშირად აღმოგიჩენია თავი, რომ სალაპარაკო არაფერზე გაქვს? წიგნები გაძლევს ბევრ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლია განიხილო და რომელზეც შეგიძლია ბევრი ილაპარაკო დაუსურულებლად. იმ წიგნებზეც კი რომელიც რამე კონკრეტულს გასწავლის შეგიძლია განიხილო და დაუსრულებლად ისაუბრო სხვადასხვა წიგნებზე. წიგნები გიხსნის ინფორმაციის ჰორიზონტს და უამრავი მასალა გაქვს სასაუბროდ.(ამ ეტაპზე პრეზენტაცია ამ უნარის განვითარების დასაწყისია)
6.მოწყენილობისგან განთავისუფლება- ხშირად მოწყენილი ხარ და არ იცი რა აკეთო? აიღე რაიმე წიგნი რომელიც შენ გაინტერესებს და კითხვა დაიწყე, მოწყენილობის მაგივრად წიგნის იმ თემატიკით დაინტერესდები რა თემატიკიზეც შეარჩიე წიგნი.
ასე რომ თუ გინდა მოწყენილი, უაზრო, ზარმაცული, არაკრეატიული და უინტერესო ცხოვრებისგან თავის დაღწევა რაიმე წიგნი აიღე და წაიკითხე.
პროექტის მონაწილეებში გამოიყო პირველი ათეული. პირველ ათეულს ევალება გააკეთონ წაკითხული ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი ნაწარმოების(რომელიც მას უფრო მოეწონა) პრეზენტაცია.
ბავშვებმა წამოაყენეს წინადადება რომ ჯგუფი დაყოფილიყო „ჭკუისკოლოფებად“ და „რატომელებად“(ეს პერსონაჟები მათთვის ქართულის გაკვეთილიდანაა ცნობილი)
თვითონვე გადანაწილდნენ და აღმოჩნდა ,რომ თითო „ჭკუისკოლოფას“ ორი „რატომელა“ შეხვდა.
ჭკუისკოლოფაში გაერთიანდნენ პირველი ათეულის ბავშვები(პრეზენტატორები) ,ხოლო „რატომელებში“ ნაკლებქულიანი ბავშვები,რომლებიც ესწრაფვიან მეორე სემესტრის ბოლოსთვის იმდენი წაიკითხონ რომ ჭკუისკოლოფები გახდნენ.
ამ ეტაპის სარგებელი
„რატომელა“ თავისდაუნებურად იძულებულები ხდება წაიკითხოს ის ნაწარმოები,რომლის პრეზენტაციას აპირებს მისი „ჭკუისკოლოფა“ სხვაგვარად ის „ჭკუისკოლოფას“ ვერ დაკითხავს.
1.რატომელებისთვის ხელოვნების გაკვეთილზე დამზადდეს კითხვების კრებული(საწრუპელაზე დაწებდეს დროშასავით ფურცლები,რომელზეც იქნება კითხვები იმ ნაწარმოებზე,რომლის პრეზენტაციასაც აპირებს ამ „რატომელას“ „ჭკუისკოლოფა“.)
2.“ჭკუისკოლოფების „მზადება პრეზენტაციისთვის.პლიფჩატზე დაწერონ და დახატონ პერსონაჟები.მას კლასელები გაუწევენ თანადგომას.მიეხმარებიან გაფორმებაში.ესეც ხელოვნების გაკვეთილზე მოხდება.
„ჭკუისკოლოფა“
|
„რატომელები“
|
ქელბაქიანი გუგა
|
ნიკა გაბრელაშვილი
ნიკოლოზ ჯაფარიძე
|
ხეიძე ანასტასია
|
მაჭავარიანი ცოტნე
ქორიძე ანა
|
გაბელაია მარიამი
|
ტივაძე ლუკა
ეგეტაშვილი ნიკა
|
აბულაძე ნინო
|
ფიოლია მარიამი
მეტონიძე კატო
|
დარციმელია ნინო
|
გიგოლაშვილი ლუკა
ჯაფარიძე დავითი
|
კანდალი ნიკოლოზი
|
ასმანიანი ფარამაზ
ტალაშვილი იოანე
|
კოპალეიშვილი ლუკა
|
ბაბაიანი ლუკა
ფარსადანაშვილი ლუკა
|
ჩაფიჩაძე ნიკა
|
ხუციშვილი თორნიკე
კობერიძე თეკლე
|
ქოროჭლიშვილი ქეთევან
|
სანამაშვილი ნინო
ყიფიანი ელისაბედ
|
ჯალაბაძე ნინო
|
წულუკიძე თაკო
ჩიქოვანი ალექსანდრე
|
იმ მოსწავლეების სია ვინც რეიტინგით პირველ ათეულში მოხვდა.მათ გადაეცათ სიგელები და წიგნები საჩუქრად,ხოლო დანარჩენ მონაწილეებს სიგელები აქტიური მონაწილეობისათვის.
პირველი ათეული
1.ქელბაქიანი გუგა - 1552 გვერდი
2. სიდამონიძე აქნასტასია - 545 გვერდი
3.გაბელაია მარი - 477 გვერდი
4.აბულაძე ნინო - 334 გვერდი
5.დარციმელია ნინო - 269 გვერდი
6.კანდალი ნიკოლოზი - 243 გვერდი
7.კოპალეიშვილინ ლუკა - 173 გვერდი
8.ჩაფიჩაძე ნიკა - 155 გვერდი
9.ქოროღლიშვილი ქეთევან - 134 გვერდი
10.ჯალაბაძე ნინო - 133 გვერდი
11.ქორიძე ანა -119 გვერდი
12.ტივაძე ლუკა - 117 გვერდი
13. გაბრელაშვილი ნიკა - 69 გვერდი
14.წულუკიძე თამარი - 65 გვერდი
15.ბაბაიანი ლუკა - 58 გვერდი
16.გიგოლაშვილი ლუკა - 49 გვერდი
17.გაფარიძე დავითი --40 გვერდი
18.მეტონიძე კატო - 38 გვერდი
19.ხუციშვილი თორნიკე - 35 გვერდი
20.მაჭავარიანი ცოტნე - 31 გვერდი
21.ფარსადანაშვილი ნიკა - 21 გვერდი
22.ყიფიანი ელისაბედი - 20 გვერდი
23.ფიოლია მარიამი - 18 გვერდი
24.ჯაფარიძე ნიკა - 16 გვერდი
25.ეგეტაშვილი ნიკა - 15 გვერდი
26.ასმანიანი ფარამაზი - 14 გვერდი
27.ჩიქოვანი ალექსანდრე -
28.კობერიძე თეკლე --
29.ტალაშვილი იოანე --
30.სანამაშვილი ნინო --
„ჭკუისკოლოფა“
|
საპრეზენტაციო ნაწარმოები
|
„რატომელები“
|
ქელბაქიანი გუგა
|
„ჰელმენელი მუსიკოსი“
|
ნიკოლოზ გაბრელაშვილი
ნიკოლოზ ჯაფარიძე
|
ხეიძე ანასტასია
|
„პინოქიოს თავგადასავალი“
|
მაჭავარიანი ცოტნე
ქორიძე ანა
|
გაბელაია მარიამი
|
„ჩიპოლინო“
|
ტივაძე ლუკა
ეგეტაშვილი ნიკა
|
აბულაძე ნინო
|
„ედემის ყვავილი“
|
ფიოლია მარიამი
ასმანიანი ფარამაზი
|
დარციმელია ნინი
|
„შვლის ნუკრის ნაამბობი“
|
გიგოლაშვილი ლუკა
ჯაფარიძე დავითი
|
კანდალი ნიკოლოზი
|
„იესო ქრისტეს ცხოვრება“
|
მეტონიძე ეკატერინე
სანამაშვილი ნინო
|
კოპალეიშვილი ლუკა
|
„ვახტანგ მეფე“
|
ბაბაიანი ლუკა
ფარსადანაშვილი ნიკა
|
ჩაფიჩაძე ნიკა
|
„თოვლის ბაბუა“
|
ხუციშვილი თორნიკე
კობერიძე თეკლე
|
ქოროღლიშვილი ქეთევანი
|
„პეპი გრძელი წინდა“
|
ტალაშვილი იოანე
ყიფიანი ელისაბედი
|
ჯალაბაძე ნინო
|
„ლედი და მაწანწალა“
|
წულუკიძე თამარ
|
ოქროსფერი შემოდგომა ქვათახევში
No comments:
Post a Comment